logo
ENG



კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

18 ივნ 202110:48
3 წუთის საკითხავი
clock 840
კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17კი გარდაიცვალა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 28593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 15354, PCR ტესტი კი - 13239.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 376
  • აჭარა - 36
  • იმერეთი - 72
  • ქვემო ქართლი - 39
  • შიდა ქართლი - 41
  • გურია - 6
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26
  • კახეთი - 36
  • მცხეთა-მთიანეთი - 28
  • სამცხე-ჯავახეთი - 11
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591, აქედან 343 734 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 131 კი გარდაიცვალა.


close დახურვა