logo
ENG



დათვლილი უბნების მიხედვით, სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტია ლიდერობს

21 ივნ 202101:22
3 წუთის საკითხავი
clock 2000
2021/06/21/3joei9nepn3syrj.png

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის 465 უბანია დათვლილი. ამ უბნების მიხედვით, ქვეყნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება ლიდერობს.

ბოლო მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას - 59.28% აქვს. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, რობერტ ქოჩარიანს, მის პარტიას სომხეთი - 18.27% აქვს. ბლოკი მაქვს პატივი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს - 5.66% აქვს, ხოლო პარტიას აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია - 4.81% ხმა აქვს.  

საბოლოო შედეგები ხვალ, დღისით იქნება ცნობილი. 

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები სარამოს 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა. 

მასში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობდა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია. 

25 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5 პარტიას გამოყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

არჩევნებში მონაწილეობას მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება იღებდა. მათ გარდა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობდნენ: ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია სომხეთი, რომელიც ფაშინიანის მთავარ ოპონენტად მოიაზრება. ასევე ბლოკი მაქვს პატივი, რომელსაც ქვეყნის კიდევ ერთი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს. პარტია აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია. ასევე სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის პარტია სომხეთის ეროვნული კონგრესი

 


close დახურვა