logo
ENG



ე.წ. კომენდანტის საათზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს

21 ივნ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელეს. შესაბამისად საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი მოიხსნება ან შემცირდება თუ არა გადაადგილების შეზღუდვა. 

ჟურნალისტის კითხვაზე - როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი გამყრელიძე ასე პასუხობს:

"საკოორდინაციო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე. დიდი ალბათობით ხვალ იქნება საბჭო, მერე პრესკონფერენცია და ამ კითხვას ხვალ გაეცემა პასუხი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

11 მაისს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ძალაში დატოვოს. ე.წ. კომენდანტის საათის ქვეყანაში უკვე ნახევარ წელზე მეტია მოქმედებს

 


close დახურვა