logo
ENG



კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობა შეზღუდვით მოუწევთ

22 ივნ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

7 თვის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა გააცნო, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად კვლავ შეზღუდვით მოუწევთ მუშაობა კაფე-ბარებსა და რესტორნებს. სტუმრებისთვის ამ დაწესებულებების კარი ღამის 12 საათზე დაიკეტება. ღამის კლუბებისთვის კი წელიწადნახევრიანი იძულებითი დახურვა, ისევ ძალაში რჩება. 


close დახურვა