
საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 30469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 15944, PCR კი- 14525.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მაჩვენებელი: დღიური - 2,15%-ია, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 2,45%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 368
- აჭარა - 48
- იმერეთი - 55
- ქვემო ქართლი - 52
- შიდა ქართლი - 22
- გურია - 8
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37
- კახეთი - 49
- მცხეთა-მთიანეთი - 7
- სამცხე-ჯავახეთი - 9
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 361 484-ს, აქედან 347 653 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 228 კი გარდაიცვალა.