ვატო ყიფიანი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზეა დაკავებული. მედიის ცნობით, საქმეზე 6 პირია გასამართლებული, თუმცა გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
გავრცელებული ცნობით, ყიფიანი აღნიშნულ საქმეზე სუს-ში მარტში გამოკითხეს.