logo
ENG



"გავაგონოთ მხარდაჭერა სასამართლო დარბაზში" - ხვალ ლაზარე გრიგორიადისის სხდომა გაიმართება

20 დეკ 202318:14
3 წუთის საკითხავი
 
"გავაგონოთ მხარდაჭერა სასამართლო დარბაზში" - ხვალ ლაზარე გრიგორიადისის სხდომა გაიმართება

ხვალ, 21 დეკემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება. როგორც მოძრაობა სირცხვილია Facebook-ზე წერს, ისინი პარალელურად სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

"კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე. გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში", - აღნიშნულია განცხადებაში.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა