logo
ENG



ტიკარაძე: მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს უნდა იყოს

28 ივნ 202112:14
3 წუთის საკითხავი
clock 3832

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს უნდა იყოს.

როგორც მან ისაუბრა, ამ ვაქცინებით შესაძლებელი იქნება მასობრივი აცრის დაწყება.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია", - თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ფაიზერის შემოსვლის თარიღი დადასტურებულად იციან, თუმცა, კონტრაქტიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს.


close დახურვა