logo
ENG



მარი ბასილაშვილსა და ძალადობაზე: მსგავს შემთხვევებში ტურნირებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს

28 ივნ 202114:38
3 წუთის საკითხავი
clock 2653
მარი ბასილაშვილსა და ძალადობაზე: მსგავს შემთხვევებში ტურნირებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს

მსოფლიოს ყოფილი #1 ჩოგანი, ენდი მარი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ტურნირებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. 

მარის ბასილაშვილზე კითხვა ჟურნალისტმა უიმბლდონის ტურნირის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე დაუსვა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ცოლზე ძალადობაში ედება, მათ შორის შვილის თანდასწრებითაც. 

სწორედ ბასილაშვილთან გამართავს პირველ შეხვედრას უიმბლდონზე ბრიტანელი სპორტსმენი. 

- მინდა გკითხოთ თქვენს მოწინააღმდეგეზე, ნიკოლოზ ბასილაშვილზე. ის ყოფილი ცოლის მიმართ ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს და საქართველოში გამოძიებაც მიმდინარეობს. რას ფიქრობთ ამ პროცესზე და ფიქრობთ თუ არა, რომ როცა ვინმეს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, უნდა ჰქონდეთ თუ არა შესაძლებლობა, შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღონ. 

- დიახ, ამ საკითხის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე, როცა მკითხეს მასსა და ზვერევზე მკითხეს [ძალადობა შეყვარებულზე]. ჩემი აზრით, უნდა იყოს პროტოკოლი, როცა შენ მიმართ ასეთი ბრალდებები არსებობს. ზუსტად არ ვიცი ამ პროცესების შესახებ, თუმცა, იმის მიხედვით, რაც მსმენია, ​ATP-მ, მმართველმა ორგანოებმა, ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) და სლემებმა უნდა დააწესონ შეზღუდვები". - თქვა ენდი მარიმ. 

ბრიტანელი ჩოგბურთელი უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს, 28 ივნისს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

პოლიციამ ნიკა ბასილაშვილი 2020 წლის 21 მაისს დააკავა და შემაკავებელი ორდერიც გასცა. ანალოგიური ორდერი გამოწერეს ბასილაშვილის მამის მიმართაც. 

მთლიანობაში, პოლიციას ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერი 6-ჯერ აქვს გაცემული.  

მსოფლიოს 37-ე ჩოგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 24 მაისს 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბასილაშვილს აკრძალული აქვს მსხვერპლთან და შვილთან მიახლოება. ეს შეზღუდვა განაჩენის გამოცხადებამდე მოქმედებს. 


close დახურვა