logo
ENG



სტიქია ახალსოფელში - მოსახლეობას დენი და ინტერნეტი არ მიეწოდება

07 ივლ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock 1167
დავით ჭაბაშვილი/ფორმულა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებული და დაწყვეტილია ელექტრო კაბელები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება.

დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სახლებში შესვლა ვეღარ შეძლონ. მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება ადგილობრივი ხელისუფლების ჩასვლას სტიქიის ზონაში.

ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები.


close დახურვა