logo
ENG



უგულავა მიტროპოლიტ იოანეს: გიჯობთ ლოდი გეკიდოთ კისერზე და წყალში ხტებოდეთ

08 ივლ 202115:48
3 წუთის საკითხავი
clock 1670
2021/07/08/5n0a9pc9l4wapr5.jpg

გიგი უგულავა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ბავშვზე ძალადობას ამართლებს და არგუმენტად მოსეს რჯულიდან ურჩ შვილთან დაკავშირებული ამონარიდი მოჰყავს.

"და უძღებ შვილს რა უნდა უქნა? სახარებიდან რამე ხომ არ გახსენდებათ მეუფეო? მეუფევ! "ურჩი ბავშვის" ჩაქოლვაზე კურთხევას გასცემთ! გიჯობთ ლოდი გეკიდოთ კისერზე და წყალში ხტებოდეთ. გეენა სამოთხედ მოგეჩვენებათ. ახლა მივხვდი თურმე თქვენისთანებზეა ნათქვამი - განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან", - წერს გიგი უგულავა Facebook-ზე

მეუფე იოანემ დღეს ქადაგებისას თქვა, რომ მოსეს რჯულის თანახმად, ბავშვი, რომელიც მშობელს არ უსმენს, უნდა "ჩაქოლონ".

"აბა, ახლა გაბედე და დატუქსე ბავშვი, უყვირე, კუთხეში დააყენე... რეკავს ეგრევე პოლიციაში - "დედა ჩემს უფლებებს ლახავს", "მამა მიყვირის". მოდის პოლიცია და აფრთხილებს, კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენო. ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო", - თქვა მეუფე იოანემ.


close დახურვა