logo
ENG



9 ივლისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

08 ივლ 202122:57
3 წუთის საკითხავი
clock 1304
9 ივლისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 9 ივლისს თბილისის გარკვეულ ქუჩებს ელექტრომომარაგებას შეუზღუდავს - ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე : დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მამისაშვილის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შუქი არ ექნება: კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ჯებაშვილის და დელისის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, პეტრიწის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, შალვა ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში, ზაარბრუკენის მოედნის, ნეკრასოვის, პლატონის, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, წინამძღვრიშვილის და დიდაღმართის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება, კრწანისის რაიონში: ორთაჭალის, კრწანისის და ალიოშა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში: თავისუფლების მოედნის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში: სამრეწველოს დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, რუსუდანის, ივლეთის, ნარგიზის, ციხისძირის, ბარაქაშვილის, თეთრიწყაროს და სერგო წულაძის ქუჩების მოსახლეობას. 

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში: გლდანულის დასახლების მოსახლეობას”, - ნათქვამია IPN-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა