
საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 598 აცრა, სულ კი - 289 399.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 13 758, PCR ტესტი - 10 137.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 673
- აჭარა - 74
- იმერეთი - 75
- ქვემო ქართლი - 52
- შიდა ქართლი - 31
- გურია - 11
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48
- კახეთი - 86
- მცხეთა-მთიანეთი - 29
- სამცხე-ჯავახეთი - 13
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს.