logo
ENG



შსს-მ "საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით ლაშქარავას გადაადგილებაზე მორიგი ბრიფინგი გამართა

11 ივლ 202122:21
3 წუთის საკითხავი
clock 3491

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით ლექსო ლაშქარავას გადაადგილებაზე მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე ვიდეოკადრები გაავრცელა და თქვა, რომ ლაშქარავამ მოპედით დატოვა სახლი, მეგობართან ერთად წავიდა აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში, ფონიჭალიდან ორთაჭალაში, შემდეგ კი კვლავ ფონიჭალაში დაბრუნდა. მათი მტკიცებით, ამის მერე ლაშქარავა დედა ენის ბაღის მიმართულებით გადაადგილდება, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში.

უწყებაში პირველი ბრიფინგი 18:00 საათისთვის გაიმართა და ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკებით ზედოზირებაზე მიანიშნეს.

ჭელიძემ თქვა, რომ ჯერჯერობით, კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა, განიხილება ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსიაც. ჭელიძემ ახსენა ფონიჭალაც.

იმაზე, რომ შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ზედოზირების ვერსიაზეც მუშაობს, მამუკა ჭელიძემ სამთავრობო მედიის, პოსტივის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა.

კრიმინალური პოლიციის დირექტორის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედია მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 


close დახურვა