logo
ENG



კობახიძე: 3 პარტიულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია

15 ივლ 202112:12
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: 3 პარტიულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში "შავი ფული ტრიალებს" და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძე კრიტიკულ არხებს პარტიულ ტელევიზიებად იხსენიებს და ამბობს, რომ ამ მედიებზე მილიონობით ლარია დახარჯული.

„2012 წლიდან მოყოლებული ამ ტელევიზიებზე, ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიაზე, ნაციონალების კუთვნილ ტელევიზიებზე, ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. და დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს", - განაცხადა კობახიძემ.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე დაყრდნობით საუბრობდა ირაკლი კობახიძე "შავ ფულზე", ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ მას აქვს ინფორმაცია და ფიქრობს, რომ ამ საკითხზე გამოძიებას უნდა დაიწყოს.

„მე შემიძლია გითხრათ, რა არის ამ ტელევიზიების შემოსავლები და ხარჯები. დისბალანსი ყოველწლიურობით არის მილიონობით ლარი. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მაქვს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია - მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება ამ რამდენიმე, სამ პარტიულ ტელევიზიაში", - აცხადებს კობახიძე.


close დახურვა