logo
ENG



ბატურინის თქმით, მას შეწყალების აქტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ციხიდან მაინც გამოუშვეს

19 ივლ 202121:43
3 წუთის საკითხავი
clock 1467
2021/07/19/oy8zhc2505lr0hb.png

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, რომელსაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში ზღვით შემოყვანას ედავებოდნენ, იხსენებს, როგორ მოხდა მისი შეწყალება და როგორ გამოუშვეს ციხიდან. 

როგორც ბატურინი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში აცხადებს, მას პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ის ციხიდან მაინც გამოუშვეს. 

კერძოდ, ბატურინი ამბობს, რომ თავდაპირველად მას საბუთზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, რაზეც უარი თქვა. მისი ვარაუდით, ხელმოწერის კადრი ან თვითონ საბუთი, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გამოეყენათ. მეზღვაური ამბობს, რომ მისი ხელმოწერის დაფიქსირება კიდევ ერთხელ სცადეს, ამჯერად სამედიცინო პერსონალის მეშვეობით, თუმცა მან ხელმოწერაზე ამ შემთხვევაშიც უარი თქვა. ბატურინის განცხადებით, მეორე დღეს ის ციხის დირექტორთან დაიბარეს, რომელმაც შეწყალების შესახებ აცნობა. 

"ჩემთან მოვიდა სპეცნაწილის თანამშრომელი და მომილოცა, თქვენ ხართ შეწყალებული. გაკვირვებული ვიყავი, რომ არ მოგვითხოვია შეწყალება. არა ეს ისე მოხდაო და უბრალოდ ხელის მოწერა არის საჭირო დოკუმენტებზე. რა თქმა უნდა ვუთხრა უარი, მე არ ვითხოვ-თქო არანაირ შეწყალებას. მერე მითხრა, რომ უარზე მომიწერეო ხელი. როცა გავიხედე გვერდზე, ყველგან იყო იქ კამერები. რეალურად ამათ სჭირდებოდათ უბრალოდ ხელმოწერა, რომ უკრაინელებისთვის მიეცათ დოკუმენტი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რა დოკუმენტი იყო, იტყოდნენ, რომ ბატურინმა მოაწერა ხელი და თქვენც მოაწერეთ. ამაზე გავბრაზდი და მოვითხოვე საკანში დაბრუნება.

როცა დავბრუნდი საკანში მეორე საოცრება მოხდა - გამოაგზავნეს სამედიცინო სამსახურის ექთანი, რომელსაც რაღაც გაურკვეველი ბლანკი ეკავა ხელში და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა. ვუთხარი, ნახევრად კომიკურად და ნახევრად სიმართლით, რომ კროსვორდის შესავსებადაც არ დავიკავებ კალამს, ამაზე რა თქმა უნდა გავბრაზდი. დილის 8 საათზე გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ციხის დირექტორს უნდა დალაპარაკება, იქ მაცნობეს, რომ შემიწყალეს. ახსნაზე - ყველაფერ არაფერი ვიცითო. მკაფიოდ მომთხოვეს, რომ სასწრაფოდ დამეტოვა ციხის ტერიტორია, იმიტომ რომ ციხეში ვიმყოფებოდი უკანონოდ", - ამბობს მიხეილ ბატურინი

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი დღეს გაათავისუფლესისინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს. 

14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა