logo
ENG



სუბარი ჟურნალისტს: გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერ?

20 ივლ 202112:56
3 წუთის საკითხავი
 
სუბარი ჟურნალისტს: გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერ?

"გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერ?" - ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა პარლამენტში, სოზარ სუბარმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

დეპუტატს ჰკითხეს მიიღო თუ არა თბილისის მერისგან სიცოცხლით სავსე ქალაქი. 

"გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ არ გადაგიყენებიათ", - უპასუხა სუბარმა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ. პარლამენტში მმართველი გუნდი უარს აცხადებს, კრიტიკულ მედიას კომენტარი მისცეს. 17 ივლისს კი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია. მიზეზად კი დაასახელეს, რომ ამ სამმა ტელევიზიამ "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთა.  

ამავე თემაზე:


close დახურვა