logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

21 ივლ 202110:37
3 წუთის საკითხავი
clock 1644

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. 

NCDC-ის ცნობით, 21 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 374 685 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარდა 37627 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 21135, PCR ტესტი - 16492.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%.

  • დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევებიდან განაწილება თბილისსა და რეგიონებში ასეთია:
  • თბილისი - 1 391 
  • აჭარა - 202
  • იმერეთი - 147
  • ქვემო ქართლი - 172
  • შიდა ქართლი - 90
  • გურია - 47
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97
  • კახეთი - 149
  • მცხეთა-მთიანეთი - 67
  • სამცხე-ჯავახეთი - 40
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  393 360-ს.


close დახურვა