logo
ENG



ქემოკლიძე: თეორიულად, თბილისის მერობის პოსტზე გახარიას კანდიდატურა არ გამოირიცხება

21 ივლ 202116:58
3 წუთის საკითხავი
clock 1522
2021/07/21/l0fk9w8gn3vpdsj.jpg

პარტიის საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ თეორიულად არ არის გამორიცხული, თბილისის მერობის კანდიდატად გუნდის ლიდერი, გიორგი გახარია იყოს წარდგენილი.

"ქართულ პოლიტიკაში ზოგადად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, შესაბამისად, თეორიის დონეზე თუ ვისაუბრებთ, გამოირიცხება თუ არა ბატონი გახარიას კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე, პასუხი არის - არა. თუმცა, ეს არის მხოლოდ თეორიის დონეზე გაკეთებული დაშვება", - თქვა ქემოკლიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კანდიდატის შესარჩევად გუნდში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"რაც შეეხება თვითონ კანდიდატურას, პარტია საქართველოსთვის, ბატონი გახარია, ისევე როგორც ჩვენ თითოეული გუნდის წევრი, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკური ველის კვლევის, მათ შორის ფიგურალურ დონეზე, რაც დარწმუნებული ვარ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევარჩიოთ ძლიერი, ძალიან ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომელიც კონკურენციაში შევა ყველა ძლიერ ოპონენტთან", - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე წარადგინა. რაც შეეხება ოპოზიციას, ფორმულას ინფორმაციით, კვირის ბოლოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი საერთოდ კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას წარადგენს.


close დახურვა