logo
ENG



მღვდელს, რომელმაც ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფოტომონტაჟი გაავრცელა, მსახურება შეუჩერდა

21 ივლ 202120:41
3 წუთის საკითხავი
clock 1213
2021/07/21/8ubx6mdeyxqi86y.jpg

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებ ღლონტს მსახურება რამდენიმე თვით შეუჩერა.

ინფორმაცია ფორმულას თავად მიტროპოლიტმა დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სასულიერო პირის მიერ Facebook-ზე კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებაა. 

ფოტომონტაჟი სასულიერო პირმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გააზიარა. მოგვიანებით, მან თქვა, რომ ფოტოს გაზიარება შემთხვევით მოხდა: "გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა და შენდობას ვითხოვ. სულ არ ვიცი ვინაა. ახლა ვსწავლობ მაგას, რაზე დავაჭირო თითი და იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს".

მას შემდეგ რაც 5-6 ივლისის მოვლენებზე მედიის ნაწილმა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებზე კრიტიკული მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი პოსტები გააქტიურდა. 


close დახურვა