logo
ENG



53 ჟურნალისტის ცემის მომდევნო დღეს ღარიბაშვილი 2030 წლამდე ეკონომიკურ გეგმას წარადგენს

06 ივლ 202111:32
3 წუთის საკითხავი
 
53 ჟურნალისტის ცემის მომდევნო დღეს ღარიბაშვილი 2030 წლამდე ეკონომიკურ გეგმას წარადგენს

53 ჟურნალისტის ცემის მომდევნო დღეს ირაკლი ღარიბაშვილი 2030 წლამდე ეკონომიკურ გეგმას წარადგენს. 

პრემიერმინისტრი დღეს ამბობს, რომ "ქართული ოცნების მთავარი უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა. 

მისივე თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და პროგნოზირებადი, რაღა ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება. 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 5 ივლისს, არ აღკვეთა ძალადობრივი ქმედებები ჟურნალისტები მიმართ და პირიქით, პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა, რომელთა უკანაც, მისი შეფასებით, "დგას ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით". 

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

თუმცა, ადგილზე ძალიან ცოტა პოლიციელი იყო. ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები არ აღკვეთა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც გაგრძელდა. 


close დახურვა