ჩოხატაურში სკოლის მოსწავლეზე, სავარაუდოდ, მასწავლებელმა იძალადა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლაში მოხდა.
ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც დაზარალებული მოზარდი გოგოს დედამ სკოლის დირექციას მიმართა.
მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც. მისი თქმით, სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
„საქმე არის ძიებაში, ვიცი, და ველოდები გამოძიებას. დეტალები მეც არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩემამდე არ მოიტანეს ინფორმაცია. სამართალდამცავებთან არ მქონია საუბარი", - ამბობს დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელი დაკავებული არაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.