logo
ENG



ინდოეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 110 ადამიანი დაიღუპა

24 ივლ 202113:53
3 წუთის საკითხავი
clock 960

ინდოენთის შტატ მაჰარშტარაში მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 110 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC წერს, ივლისში მსგავს სიძლიერის წვიმები შტატში ათეულობით წელია არ დაფიქსირებულა.

ასობით სოფელში დაიტბორა სახლები და ხალხი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართულნი.

მეწყერი ჩამოწვა მუმბაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში, სადაც 42 ადამიანი გარდაიცვალა. შტატის მთავარი მინისტრი, უდჰავ ტეკერეი ამბობს, რომ მოწყვლადი ზონებიდან ხალხი გაიყვანეს. მთავრობა რთულ ვითარებაში მყოფებს მოუწოდებს, რომ სახურავებზე ავიდნენ.

მუმბაიში შენობის ჩამონგრევისას გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა 10 ადამიანი. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ წვიმა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ძლიერი წვიმები მუმბაისთვის სიახლე არაა. ყოველწლიურად წვიმების სეზონზე ქალაქი იტბორება, თუმცა ბოლო პერიოდში ნალექმა შესამჩნევად მოიმატა.


close დახურვა