logo
ENG



გვარამია: საგადასახადო სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში შევიდა

27 ივლ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock 1410

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო სამსახური არხის გაყიდვების სახლში შევიდა. 

"ეტყობა ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ", - განაცხადა გვარამიამ. 

გვარამიას განმარტებით, თუ გაყიდვების სახლში რამეს დააყადაღებენ, არხი შემოსავალს ვეღარ მიიღებს. 

"შეგვპირდა ამას ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ველოდები საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას", - აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციური მედიების გაჩუმება არჩევნების შედეგების "ღია გაყალბებაა". 

15 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში "შავი ფული ტრიალებს" და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტიის ლიდერი მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს "პარტიულ ტელევიზიებადაც მოიხსენიებდა". 


close დახურვა