logo
ENG



ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება

28 ივლ 202111:29
3 წუთის საკითხავი
clock 887
ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება. 

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მათ ყველაზე კარგად იციან იმუნიზაციის მნიშვნელობა და აცრის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. 

"ჩვენ არ განვიხილავთ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციას, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია თითოეული ჩვენი მოქალაქის და ასევე, მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას", - თქვა ტიკარაძემ. 

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აცრილია 14 210 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, 28 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 432 795 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 144 222 ადამიანი. 


close დახურვა