
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, ვილიამ კორტნი ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, გავიდეს მიშელის შეთანხმებიდან.
"19 ივლისს, ბათუმში საქართველომ პირობა დადო, რომ "ჩვენი ურყევი ვალდებულებაა ინტეგრაციის პროცესის შემდგომი ხელშეწყობა" ევროკავშირში. უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებისგან უკან იხევს?" - წერს კორტნი ტვიტერზე.
On 19 July, #Georgia in Batumi pledged "unwavering commitment to advance further the process of our integration" into #EU.
— William Courtney (@courtneywmh) July 28, 2021
Does quitting EU-brokered political compromise undermine this pledge? Is Georgia retreating from EU ambitions?
https://t.co/ia1eCt3up9 via @CivilGe
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.