logo
ENG



კრამონი: კოლეგების რეაქციიდან დავასკვენი, რომ დახმარების შეწყვეტა სერიოზულად განიხილება

30 ივლ 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock 1632
კრამონი: კოლეგების რეაქციიდან დავასკვენი, რომ დახმარების შეწყვეტა სერიოზულად განიხილება

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.

ამასთან, ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართული ოცნება გადაწყვეტილებას გადახედავს და 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდება. მან ყველა პარტიას ჩართულობისკენ მოუწოდა.

"თუ არ დაუბრუნდებიან 19 აპრილის შეთანხმებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდება მიკროფინანსური ტრანში. პარლამენტში ჩემი კოლეგების რეაქციიდან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობდნენ, ამაზე. რაც შეეხება პროცედურას და დეტალებს, ამ მომენტში ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე არ ვარ პასუხისმგებელი. ამაზე პასუხისმგებელი მარკეტა გრეგოროვაა. სხვა ნაბიჯების არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - აცხადებს კრამონი. [სინქრონული თარგმანი]

ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ გასული წლის ნოემბერში მიიღო. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა