logo
ENG



"სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გააძევეს სტუმარიც და არტისტიც" - რას ყვება კლუბი თავდასხმზე

31 ივლ 202100:37
3 წუთის საკითხავი
 
"სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გააძევეს სტუმარიც და არტისტიც" - რას ყვება კლუბი თავდასხმზე

კლუბი Sphere ბერლინელი დიჯეის, Phase Fatale-ის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კლუბში განმარტავენ, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სტუმარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც კლუბის თანამშრომელს, ის არტისტს. დაპირისპირების შემდეგ კი დაცვამ სტუმარი და არტისტი გააძევა, ფიზიკური დაპირისპირება კი შენობის გარეთ მოხდა.

"აქ საქმე გვქონდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბში მომუშავე ბარის გუნდის წევრსა და სტუმრად მყოფ არტისტს, რომელსაც კლუბში დღეს უნდა დაეკრა. დაპირისპირების შემდეგ, დაცვის მიერ კლუბიდან თვითნებურად გაძევებული იქნა, როგორც არტისტი, ისე სტუმარი, მოგვიანებით კი, არამც თუ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მის გარეთ, სტუმარი თავს დაესხა არტისტს და ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, იმისათვის რათა ბოროტმოქმედი იქნეს დასჯილი. ცალსახაა, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არტისტების, მომსახურე პერსონალისა და სტუმრების უსაფრთხოებაა. ვგმობთ ჰომოფობიასა და ნებისმიერი სახის შევიწროებას და იმავეს ვითხოვთ თითოეული სტუმრისაგან. შემდგომი ღონისძიებები კი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით გაიმართება", - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

ბერლინელი მუსიკოსი DJ Phase Fatale ამბობს, რომ ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. 

მუსიკოსის თქმით, მასზე თავდასხმაში იმ კლუბის დაცვის წევრთან დაკავშირებული პირი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა. 

 


close დახურვა