logo
ENG



დეგნანი: იმედია, 19 აპრილის შეთანხმება ძალაში დარჩება და იქნება გზამკვლევი რეფორმებისთვის

01 აგვ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock 586

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ძალაში დარჩება და პოლიტიკური ლიდერებისთვის იქნება ერთგვარი გზამკვლევი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად. 

მისივე თქმით, "ქართველ ხალხს მრავალპარტიული რეფორმა სჭირდება და არა ცალმხრივი".

"ყველა განცხადებამ, რომელიც გაკეთდა, ცხადი გახადა, როგორი იმედგაცრუებულები არიან საქართველოს მეგობრები იმით, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. ეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული საუკეთესი გზა იყო იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება იდგა იმაზე, რომ მის მისაღებად პარტიებმა მოილაპარაკეს და ერთად დადეს პირობა, რომ რეფორმებს გაატარებდნენ. 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას შეუძლია უზრუნველყოს ერთგვარი სტრუქტურა და ჩარჩო მხარეთა ერთობლივი მუშაობისთვის. ცალმხრივი რეფორმა არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება - საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელსაც გაატარებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. 

ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ვიხილავ, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და იქნება ერთგვარი გზამკვლევი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად". - თქვა კელი დეგნანმა

მან იმ პარტიებს, ვისაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, ხელმოწერისკენ მოუწოდა. 

"კვლავ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები. სანქციებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია ". – თქვა ელჩმა. 

28 ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა

ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 


close დახურვა