საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, რომელიც 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მისი პირველი არჩევანია ქართული ოცნება, 4% ამ პარტიას მეორე არჩევანად ასახელებს.
14% ამბობს, რომ მისი პირველი არჩევანია ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, 3%-ის თქმით კი, გაერთიანება მისთვის მეორე არჩევანია.
მესამე ადგილს გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 9%-ით იკავებს, ეს პარტია მეორე არჩევანია მოსახლეობის 8%-ისთვის.
დანარჩენი პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება:
მათგან, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე წავა, 28% პირველ არჩევანად ქართულ ოცნებას ასახელებს, მეორედ - 5%.
ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ხმას 15% მისცემდა, მეორე არჩევანად გაერთიანებას 3% ირჩევს.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, მას 9%-იანი მხარდაჭერა აქვს, ასევე 9%-ის მეორე არჩევანია ეს პარტია.
დანარჩენი პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება:
კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით.ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.