logo
ENG



"ამის მართვისთვის მზად არ ვართ" - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი საველე ჰოსპიტლებზე

13 აგვ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 
"ამის მართვისთვის მზად არ ვართ" - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი საველე ჰოსპიტლებზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა საველე ჰოსპიტლების მართვისთვის მზად არ არის. ამის შესახებ მან მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა. 

"რეალურად ეს სურათი ძალიან შორს წაგვიყვანს და დაგვაცილებს იმ რეალობისგან, რასაც კოვიდის მართვა ჰქვია. ასეთ საველე პირობებში მაღალია ინფექციის გადადების საშიშროება", - ამბობს ტაბიძე. 

როგორც იგი ამბობს, საველე ჰოსპიტალი უნდა მართონ სამხედრო ექიმებმა. ტაბიძეს მიაჩნია, რომ ჰოსპიტალი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაიხსნას და იქ მხოლოდ პირველადი დახმარება გაეწიოთ პაციენტებს:

"თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთ საველე პირობებში, სადაც ერთ დიდ დახურულ სივრცეში განთავსდება ასზე მეტი პაციენტი სხვადასხვა თავისი ჩივილებით და იმ არადაცული სანიტარული წესები, ვენტილაცია და სხვადასხვა... ამას სჭირდება სპეციალიზებული მართვა, ამას სჭირდება სპეციალური მენეჯმენტი, ამას სჭირდება სამხედრო ექიმების მობილიზება, რომლებსაც ინფექციასთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. გეთანხმებით, შესაძლებელია მივიღოთ დაჭრილები, მივიღოთ სხვადასხვა, ის, რაც მას პირადად ევალება".

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, საწოლფონდის პრობლემა შეიქმნა. ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი უკვე საუბრობს იმაზე, რომ პაციენტების მართვისთვის, საჭიროა საველე ჰოსპიტლების გახსნა. 

11 აგვისტოს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყება უკვე ზრუნავს გარკვეული სივრცეების მოძიებაზე, სადაც საველე ჰოსპიტლები გაიხსნება. 

 


close დახურვა