logo
ENG



ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

13 აგვ 202117:29
3 წუთის საკითხავი
 
ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში 25 წლის კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა. 

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრის ფაქტიდან რამდენიმე საათში პოლიციამ 1984 წელს დაბადებული გ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი - 1996 წელს დაბადებული ბ.მ. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ კაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა