logo
ENG



მთივლიშვილი: ავყევით პრემიერის სიტყვას, რაღაცების მობილიზება გავაკეთეთ და ხრამში გადაგვჩეხეს

14 აგვ 202112:37
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთივლიშვილი ამბობს, რომ ასოციაცია ორშაბათს პრემიერმინისსტრის სახელზე წერილს შეიტანს. მთივლიშვილის თქმით, ხელისუფლება კორონავირუსს მხოლოდ ჩაკეტვებით მართავს. 

"2 წელი პრაქტიკულად გაჩერებულები ვყავდით, ჩაკეტილები ვყავდით. ბოლოს პრემიერის სიტყვას ავყევით, რომ აღარ ჩაიკეტება სექტორი, რაღაცების მობილიზება გავაკეთეთ და იგივე ხრამში გადაგვჩეხეს რაც წინამორბედმა პრემიერმა. რატომღაც მათთვის მარტივია ამ კუთხით მართონ კოვიდი, მაგრამ აბა ჩვენ გვკითხონ. არაფრის მოლოდინში არ ვართ. ორშაბათს ასოციაციის სახელით პრემიერის სახელზე წერილი შეგვაქვს. იმედი გვაქვს რომ შეგხვდება", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

ქვეყანაში 80-მდე საბავშო გასართობი ცენტრი ფუნქციონირებდა. მთავრობის დადგენილებით, დღეიდან 4 სექტემბრამდე მასობრივი ღონისძიებები და ფესტივალები აიკრძალა, ასევე შეიზღუდა გასართობი ცენტრების ფუნციონირება


close დახურვა