logo
ENG



გორის ტრანსპორტის სააგენტო: გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს

14 აგვ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
გორის ტრანსპორტის სააგენტო: გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქების ჩამონათვალში, სადაც მოძრაობა შეიზღუდა, გორი არ შედის.

"როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს", - წერია სააგენტოში. 

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ასევე მასობრივი ღონისძიებები და ფესტივალები აიკრძალა და შეიზღუდა გასართობი ცენტრების ფუნციონირება


close დახურვა