დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "ალიაქოთი" არ უნდა იყოს იმის გამო, რომ ხვალიდან რესტორნები 22:00 საათზე დაიკეტება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ხვალიდან 22:00 საათზე უნდა დაიკეტოს რესტორნები, არ იყოს ამაზე დიდი ალიაქოთი, რატომ 22:00 საათზე... სიმღერა, ტაშფანდური და ა.შ. არ გვინდა, შევიკავოთ ცოტა ხანს თავი. შევიკავოთ თავი დიდი შეკრებებისგან, ვატაროთ პირბადე და ყველა წავიდეთ და ავიცრათ", - აღნიშნა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან რესტორნები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათზე დაიხურება.
მათი თქმით, პარალელურად, გამკაცრდება კონტროლი. გარდა ამისა, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. კვლავ ძალაში რჩება ფესტივალების აკრძალვის შეზღუდვა.
