logo
ENG



ზუგდიდის ყოფილი მერი პრემიერს: მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა!

26 აგვ 202119:20
3 წუთის საკითხავი
 
ზუგდიდის ყოფილი მერი პრემიერს: მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა!

ზუგდიდის ყოფილი მერი და ახლა პარტია საქართველოსთვის წევრი, გიორგი შენგელია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. როგორც შენგელია ამბობს, ღარიბაშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რას და სად ამბობს, რათა მომავალში "ბოროდ" არ გამოჩნდეს, რაც მეგრულად სულელს ნიშნავს.

"სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ "ბოროდ" [სულელად] აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.

მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა! [ვინ არის მაზაკვალი (ეშმაკი, დამთარსველი, მზაკვარი) და ვინ არა, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ!]" - წერს შენგელია ფეისბუქზე.

სამეგრელოში მერობის კანდიდატის წარდგენისას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წინამორბედზე, გიორგი გახარიაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, გახარია და მისი გუნდის წევრები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

"ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე", - თქვა ღარიბაშვილმა. 


close დახურვა