logo
ENG


ღარიბაშვილი: გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე
  • 5940ნახვები

მიზანმიმართულად ის [გიორგი გახარია] და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. რაც სრული სიცრუეა. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის.

ამის შემდეგ, მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს, შესაძლო კოალიციაში, პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ანგრევს ნდობას. ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე. 

თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა