logo
ENG



პრემიერი: ოქტომბერში მოსალოდნელია სიტუაციის დამშვიდება, საზოგადოებას გამოუმუშავდება იმუნიტეტი

26 აგვ 202122:56
3 წუთის საკითხავი
 
პრემიერი: ოქტომბერში მოსალოდნელია სიტუაციის დამშვიდება, საზოგადოებას გამოუმუშავდება იმუნიტეტი

რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩემს დროს შემოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და დამატებით კიდევ მინდა, რომ შევუკვეთოთ 2 მილიონი დოზა და აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია. მილიონი ადამიანის აცრა, აქედან ზოგი ერთი აცრით, ზოგი ორი აცრით, მიღწეული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში, ათ დღეში სადღაც. კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა სავსებით არის შესაძლებელი სექტემბრის ბოლომდე. ეს არის უკვე ორი მილიონი ადამიანის აცრა და დაახლოებით მილიონს, ალბათ, გადატანილი აქვს უკვე კოვიდი.

ამ ყველაფრის და ეპიდემიოლოგების პროგნოზის გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერი არის მეტ-ნაკლებად მძიმე თვე და გამოწვევები სწორედ ამ თვეში იქნება. ამას ემატება საარჩევნო კამპანია და შეზღუდვები, რომელიც ახლავს ამ კამპანიას და ოქტომბრის თვეში მოსალოდნელია სიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება, მანამდე საზოგადოებას უკვე გამოუმუშავდება იმუნიტეტი.


close დახურვა