logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 2669 ახალი შემთხვევა

29 აგვ 202110:42
3 წუთის საკითხავი
clock 1967

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა კიდევ 76 ადამიანი. 

ჯამში ვირუსს საქართველოში 7 251 პირი ემსხვერპლა. 

ჩატარდა 25 217 ტესტი. 

28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.15%. 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ის სულ 543 118 შემთხვევა დადასტურდა. 

28 აგვისტოს აიცრა 20 678 ადამიანი; 

სრულად აცრილია 374 870 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.1%. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა - 385, იმერეთი - 327, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 245, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 168.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 700, აჭარაში - 162, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი,  მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.


close დახურვა