logo
ENG



გაბუნიას თქმით, საბჭო იმსჯელებს, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან

30 აგვ 202114:37
3 წუთის საკითხავი
clock 1255
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან, ამაზე საკოორდინაციო საბჭომ უნდა იმსჯელოს. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით რთული ვითარებაა და კლინიკები გადატვირთულია.

"ჯერჯერობით საბჭო ამასთან დაკავშირებით ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღეს, ის შეზღუდვები რაც გვაქვს ყოველ შემთხვევაში დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გაგაცნობენ", - ამბობს გაბუნია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა.

კერძოდ კი, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.

გარდა ამისა, სრულად შეზღუდულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. რესტორნები კი მუშაობას 22:00 საათზე ამთავრებენ.

30 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 75 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა