logo
ENG



ბოკერია: ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და რეისი თბილისი-ვენა შესრულდება

05 სექ 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock 1278

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორი რომან ბოკერია ამბობს, რომ თვითმფრინავის ხარვეზი გამოსწორებულია და რეისი თბილისი-ვენა შესრულდება.

მან ფორმულას ეთერში ისაუბრა, რა ტექნიკური პრობლემა ჰქონდა თვითმფრინავს:

"აფრენის შემდგომ კომპიუტერმა პილოტებს მისცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა. შასი არის ბორბალი, რომელიც თვითმფრინავს აქვს, ის არ დაიხურა, არ შევიდა შიგნით. შესაბამისად, პილოტმა წესის, კანონის და ჩვენი დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა და გამოესწორებინა ხარვეზი და შემდგომ განეხორციელებინა რეისი.

გამომდინარე იქიდან, რომ ბორტი იყო სავსე საავიაციო საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დაცლა იმიტომ, რომ სავსე ბაკით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება. 6 ტონა დაწვა ხომალდის მეთაურმა, მაღალპროფესიონალურად განახორციელა თვითმფრინავის დაშვება, ყველანაირი რეგულაციის დაცვით. ყველა მგზავრი არის უსაფრთხოდ. განხორციელდა თვითმფრინავის შემოწმება, ხარვეზი იყო ძალიან უმნიშვნელო. ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და რეისი თბილისი-ვენა განხორციელდება", - თქვა ბოკერიამ.

ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი თავს კარგად გრძნობს. ისინი ამ დროისთვის აეროპორტში იმყოფებიან და გაფრენისთვის ემზადებიან.


close დახურვა