logo
ENG



გახარიას პარტიის წევრის თქმით, ემუქრებიან და ხაშურის მერობის კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ

08 სექ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას პარტიის ხაშურის მერობის კანდიდატი ზვიად ტეფნაძე ამბობს, რომ ემუქრებიან და კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ. ტეფნაძე ამ თემაზე პირველ კომენტარს ფორმულასთან აკეთებს და აღნიშნავს, რომ მას მესამე პირის მეშვეობით უკავშირდებიან. ის არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვინ ემუქრება, თუმცა ამბობს, რომ სუს-ი და ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

"ოთხი შვილის მამა ხართ, შვილებს კარგი მომავალი უნდა და კანდიდატურა გადააყენეთო... ქართული ოცნება ხვდება, რომ ამ არჩევნებს აგებს ჩემთან და პრევენციის გატარება უნდათ, რომ მე კანდიდატურა მოვხსნა", - ამბობს ტეფნაძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გახარიას გუნდის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

გუშინ, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი მათ წევრებს და მხარდამჭერებს სისტემურად ავიწროებს, აშინებს, ემუქრება და პარტიის დატოვებას ამ ფორმით აიძულებს. 

მეზვრიშვილმა ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ოცნება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად პოლიციას, სუს-ს, პროკურატურას და შემოსავლების სამსახურს იყენებს. 


close დახურვა