logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 92% არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად ან ალბათ მიიღებს

09 სექ 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock 2197
kvleva 4

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92% ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად" ან "ალბათ მიიღებს". 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 73% არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად აპირებს", 19% ამბობს, რომ "ალბათ მიიღებს", 4% აცხადებს, რომ მონაწილეობის მიღებას არჩევნებში "ნამდვილად არ აპირებს", ხოლო 4% ამბობს, რომ "ალბათ არ მიიღებს". 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 


close დახურვა