logo
ENG



ომბუდსმენი: მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გროვდება

13 სექ 202114:24
3 წუთის საკითხავი
clock 809

სახალხო დამცველი სუს-ის მიერ სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალსა და ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მაღალია ალბათობა, მართლაც ხდებოდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

როგორც ლომჯარია განმარტავს, არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავდა მოქალაქეებს და არ მისცემდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უკანონოდ ჩარეულიყო პირად ცხოვრებაში.

„ის ფაქტი, რომ სუს-ს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ესაა ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული დღევანდელი მოსმენების მექანიზმი. მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს.

დეტალურად მასალების შესახებ წაიკითხავთ ბმულზე.


close დახურვა