logo
ENG



მელაძე სუს-ის ფაილებზე: ჩემი სატელეფონო შიფრებიცაა, მამა ანდრიას Whatsapp-ით ვესაუბრე

13 სექ 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/13/7l0e04g45z0j8bk.jpg

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში, მისი სასულიერო პირებთან საუბრებიც მოხვდა.

მელაძე facebook-ზე წერს, რომ ის მამა ანდრია სარიას whatsapp-ის საშუალებით ესაუბრა. 

"ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის, ჩემი და მამა ანდრია სარიას, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის.

მამა ანდრიას ვესაუბრე whatsapp-ით. ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც, დაურეკე კომენტარი გვინდა თქო", - წერს მელაძე და აქვეყნებს იმ მონაკვეთს, სადაც მასზეა საუბარი.

"მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირს, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ტელეკომპანია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ აცნობა, რომ მ/წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდგომ, ამბიონიდან მრევლს მიმართა ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ, რა დროსაც შეეხო პ.ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობას და შეაფასა დადებითად. ნ.მელაძის თქმით, ფაქტმა გამოიწვია ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აღშფოთება, რომელმაც ი.ჭანტურია ამბიონიდან ჩამოიყვანა იძულებით და მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება", - წერს მელაძე.

ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სუს-ი ინტენსიურად აგროვებს ინფორმაციას სასულიერო პირების, ბერ-მონაზვნებისა და მათთან კავშირში მყოფი სამოქალაქო პირების პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე.


close დახურვა