logo
ENG



კუბილიუსი: თუ ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

14 სექ 202120:42
3 წუთის საკითხავი
clock 1277
კუბილიუსი: თუ ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ ის მთავარ არხს ესაუბრა.

"გვსურს ვიხილოთ შემდეგი, ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ ქართული ოცნება ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული", - თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოს შანსი ჰქონდა 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებების საფუძველზე კრიზისიდან გამოსულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

"ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველო ბევრს კარგად პროევროპულ გზაზე. ის ადრე ლიდერი იყო, ახლა კი ლიდერია პრობლემების რაოდენობით", - თქვა კუბილიუსმა. 

ამასთან, ევროპარლამენტარმა საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის დაბრუნება კრიზისს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.  

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზად კი ოპოზიციის ქმედებები დაასახელა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნების შედეგების მიუხედავად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. 

 


close დახურვა