logo
ENG



წულუკიანი გახარიას გუნდზე: თურმე რაც წავიდნენ, სუს-ს აქვს რესურსი, ათასობით ფაილი შექმნას

15 სექ 202100:37
3 წუთის საკითხავი
clock 1498
წულუკიანი გახარიას გუნდზე: თურმე რაც წავიდნენ, სუს-ს აქვს რესურსი, ათასობით ფაილი შექმნას

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სუს-ის ფაილებზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მასალების გავრცელებაში მან ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა, თუმცა განაცხადა, რომ მხოლოდ მათზე "ყურადღებას არ გაამახვილებდა".

მან ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანაპარტიელებზეც ისაუბრა და კახა ქემოკლიძის განცხადებას გამოეხმაურა. ქემოკლიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის ფაილებთან შეხება არ ჰქონია. 

"მან თქვა, რომ გასაოცარი დანაშაულია ჩადენილიო და პოლიტიკურმა ხელისუფლებმა და რომელიღაცა პირებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მე მინდა გკითხოთ, როდესაც ხარ ხელისუფლებაში შენ თვითონ მრავალი თვე და მრავალი წელი, მსახურობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როდესაც შენი თანაგუნდელი არის სუს-ის უფროსის მოადგილე და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც იმ დროს ყველას თქვენი ხელმძღვანელია ბატონი გახარია და ჩემიც მათ შორის და მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს" , - თქვა წულუკიანმა იმედის ეთერში.

წულუკიანი ამბობს, რომ გადადგომის შემდეგ გიორგი გახარია "განაწყენებულია" და "პოლიტიკურ ავანტიურაში" ჩაერთო. ამასთან, ის მოუწოდებს გახარიას მხარდამჭერებს "ფრთხილად იყვნენ", როცა პარტია საქართველოსთვის გვერდით დგებიან.

"დღეს გამოდის ვინმე ქემოკლიძე და იძახის, რომ თურმე ჩვენ ახლა, როდესაც ისინი წავიდნენ, მიგვატოვეს და დაგვტოვეს, მელია გახადეს ხატი თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების კასკადი აჩვენეს, მას მერე თურმე სუს-ს აქვს იმის რესურსი, თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, რომ შექმნას ათეულ ათასობით ფაილი. ეს არის გაუგონარი ზღაპარი. ამიტომ მე მეტ მინიშნებას არ ვაკეთებ. ნაციონალურ მოძრაობაზე ვაკეთებ აქცენტს და ვსვამ ლეგიტიმურ კითხვებს. მე არავის ვადანაშაულე", - თქვა წულუკიანმა.


close დახურვა