logo
ENG



NCDC: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23%

16 სექ 202113:21
3 წუთის საკითხავი
clock 807
NCDC: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23%

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 660 832  ადამიანი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. ბოლო 24 საათში აიცრა 25 150 ადამიანი.

16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024  აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. 

საქართველოს მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. 

აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში და პარტიების ცხელ ხაზზე:

ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.


close დახურვა