logo
ENG



DRI: გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა

17 სექ 202114:55
3 წუთის საკითხავი
clock 1076
2021/09/17/4zqqvvi1z9zza47.jpg
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა.

როგორც DRI-ს განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას.

"იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. დოკუმენტების არქონის გამო მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს როგორც პოლიტიკური უფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩათვლით, ასევე, პრობლემები ექმნებათ გადაადგილების კუთხითაც", - წერია განცხადებაში. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების სამიზნე გალელი ახალგაზრდები არიან.

"მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ, და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა გალში, კომისარიატში დაბარებულ ახალგაზრდებს განუცხადეს, რომ ის პირები, ვინც უარს იტყვიან „საქართველოში გამგზავრებაზე“ და სავალდებულო სამხედრო სამსახურს აფხაზეთის სამხედრო სამსახურში გაივლიან, ე.წ. აფხაზურ პასპორტს მიიღებენ, უნივერსიტეტებში გარკვეული პრივილეგიები ექნებათ და სამომავლოდ, რუსული პასპორტის მიღებასაც შეძლებენ. იმის ხაზგასასმელად, რომ დაპირება რეალურია, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს აფხაზური „პასპორტები“ გადასცეს 30 გალელს, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური „აფხაზური არმიაში“ 2010-2020 წლებში გაიარეს".

DRI-ს ცნობით, ეს არის აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის მცდელობა, გალის რაიონში ძლიერ ქართულ ზეგავლენას დაუპირისპირდეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მცდელობაც უშედეგოა. "აფხაზურ არმიაში" სამხედრო სამსახური მიმზიდველად არ გამოიყურება ფართოდ გავრცელებული სისტემური პრობლემების - "დედოვშინას" (ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვისა და მათზე ძალადობის პრაქტიკა) და გალელების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო". 

DRI ამბობს, რომ 1-ელ სექტემბერს, მასწავლებლების დახურულ შეკრებაზე, გალის სკოლების დირექტორებმა მასწავლებლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ გალის რაიონის აბიტურიენტებიდან მხოლოდ 17-მა გააგრძელა სწავლა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

"აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აწარმოებს პოლიტიკას, რომლის მიზანია რუსეთის მიმართ გალის მოსახლეობის სიმპათიისა და მხარდაჭერის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გალის ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს ხელისუფლების წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო კოვიდ-პანდემიის დროს ამ რაიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რუსეთის რბილი ძალის გააქტიურება სერიოზულ გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროცესი ბოლო პერიოდში საკმაო ინტენსივობით მიმდინარეობს. მსგავსი პოლიტიკა აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობების ზრდაზეა მიმართული, რაც აფხაზეთში რუსეთის ანექსიის გაღრმავების და განმტკიცების საწინდარი შეიძლება გახდეს.

ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშაოს გალის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ადგილ

 

close დახურვა