logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ძალიან საგანგაშოა

20 სექ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock 2105
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ძალიან საგანგაშოა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც ძალიან საგანგაშოა.

ბოლო 24 საათში 7 720 აცრა ჩატარდა.

"ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განამვლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და, შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების უფრო მეტად ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, არ განიხილება, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.


close დახურვა